პერუში 12 ივნისის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
პერუში 12 ივნისის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

პერუში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 5 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პერუს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნისთვის ეს 12 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პერუში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 395 005 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 18 612 პაციენტი გარდაიცვალა.

სიენენის“ ინფორმაციით, პერუში მკაცრი კარანტინის რეჟიმი პირველი ივლისიდან დაწესდა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კი, 31 ივლისამდე იმოქმედებს. პერუ ლათინურ ამერიკაში „კოვიდ-19“-ის გავრცელებლის მაჩვენებლით ბრაზილიისა და მექსიკის შემდეგ მესამე ადგილზეა.