პერუს პრეზიდენტი პედრო პაბლო კუჩინსკი შესაძლოა, გადადგეს
პერუს პრეზიდენტი პედრო პაბლო კუჩინსკი შესაძლოა, გადადგეს

პერუს პრეზიდენტი პედრო პაბლო კუჩინსკი შესაძლოა, გადადგეს.

მიზეზი მის მიმართ კორუფციის ბრალდებაა, რომელიც ბრაზილიურ სამშენებლო ფირმა ოდებრეხტს უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, კუჩინსკიმ უკვე დაკარგა საკუთარი კაბინეტის მხარდაჭერა.
სკანდალი შეეხება ოდებრეხტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კომპანიამ კუჩინსკის 5 მილიონი გადაუხადა, როცა ის ეკონომიკის მინისტრი იყო.

პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს. სამშენებლო კომპანიის პრეზიდენტი მარჩელო ოდებრეხტი ბრაზილიის ციხეში იხდის სასჯელს. მისი თქმით, კუჩინსკი წლების წინ ფირმამ კონსულტანტად დაიქირავა.