პერუს ჩრდილოეთით 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
პერუს ჩრდილოეთით 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

პერუს ჩრდილოეთით 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა ეპიცენტრიდან საკმაოდ შორს მდებარე ქვეყნის დედაქალაქ ლიმაშიც.

დაღუპულულთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები ჯერ არ ვრცელდება.

სპეციალისტების ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედამიწის ზედაპირიდან 100 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.

მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გაფრთხილება არ გავრცელებულა.