პერუს ჩრდილოეთ პროვინციაში სტიქიამ ათამდე სახლი და ხიდი გაანადგურა

11:48, 10.12.2019

პერუს ჩრდილოეთ პროვინციაში გადაუღებელმა წვიმამ მეწყრული პროცესი გამოიწვია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სტიქიამ სულ მცირე ათამდე საცხოვრებელი სახლი და ხიდი გაანადგურა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადიდებულმა მდინარემ გზებიც დატბორა, რის გამოც 300-მდე მცხოვრები ადმინისტრაციული ცენტრისგან იზოლირებული აღმოჩნდა.

მსგავსი