პერუმ კორონავირუსის მსხვერპლთა მონაცემები განაახლა, რის შედეგადაც გარდაცვლილთა რიცხვი გაორმაგდა
პერუმ კორონავირუსის მსხვერპლთა მონაცემები განაახლა, რის შედეგადაც გარდაცვლილთა რიცხვი გაორმაგდა

პერუში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილთა ოფიციალური რიცხვი გაორმაგდა და განახლებული მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 180 000-ს აღემატება. მონაცემებს „ბისისი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით აქვეყნებს.

პერუს პრემიერ-მინისტრის, ვაიოლეტა ბერმუდეზის განმარტებით, მონაცემთა ცვლილება პერუელი და საერთაშორისო ექსპერტების რჩევით განახორციელეს.

ამჟამად პერუ ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ქვეყანა პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულად მიიჩნევა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. მანამდე არსებული მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 70 000-ს შეადგენდა.