პერუ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს მოგებას ჯადოქრობით აპირებს
პერუ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს მოგებას ჯადოქრობით აპირებს

პერუს ნაკრებმა გადაწყვიტა წარმატებას მაგიის დახმარებით მიაღწიოს. მატჩების მოსაგებად გუნდის ხელმძღვანელობა არაამქვეყნიური ძალების გამოყენებას აპირებს. პირველ რიგში, ლაპარაკია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, რომელიც 2020 წელს დაიწყება.

ნაკრების ბოლო მატჩებში პერუელ მოთამაშეებს წინდებში „ბედნიერი ბანქოები“ აღმოუჩინეს. როგორც ირკვევა, გუნდში გამოჩნდა ჯადოქარი, რომელიც ბანქოს ამ ქაღალდებს თამაშის წინ „წარმატების“ შელოცვას უკეთებს.

პერუელი ჯადოქარი ერნესტო კარპიო-ტირადო, რომელიც ცნობილია „პლომოს“ სცენიური ფსევდონიმით, გუნდის სამწვრთნელო შტაბში შეიყვანეს და ფეხბურთელებთან ერთად იქნება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ყველა მატჩში.

პლომო უკვე „დაეხმარა“ პერუს ნაკრებს ამ ზაფხულს კოპა ამერიკაზე, როცა გუნდმა ფინალამდე მიაღწია.