პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „მწვანე სკოლა“ დააჯარიმა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „მწვანე სკოლა“ დააჯარიმა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „მწვანე სკოლა“ 500 ლარით დააჯარიმა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „მწვანე სკოლის“ დირექტორმა, კახა დავითურმა განუცხადა.

როგორც კახა დავითურმა განაცხადა, დაჯარიმების საფუძველი გახდა მათი მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების სამართალდამცველებისთვის გადაცემა.

„500 ლარით დაჯარიმდა „მწვანე სკოლა“ პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან, რადგან პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე სამართალდამცველებს გადაეცა კამერების ჩანაწერები“, – განაცხადა „მწვანე სკილის დირექტორმა, კახა დავითურმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ დღეს განაცხადა, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, „მწვანე სკოლის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას.