პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ბოსნია-ჰერცოგოვინასა და ხორვატიის კოლეგა უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ბოსნია-ჰერცოგოვინასა და ხორვატიის კოლეგა უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლელა ჯანაშვილმა „ევროპული საქმის წარმოების სამუშაო შეხვედრის“ (European Case Handling Workshop (ECHW)) პარალელურად, რომელიც თბილისში 17-19 ნოემბერს ჩატარდა, პირისპირ შეხვედრები გამართა ბოსნია-ჰერცოგოვინას პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელ დრაგოლიუბ რელჯიქთან და ხორვატიის კოლეგა უწყების ხელმძღვანელის პირველ მოადგილე იგორ ვულჯთან.

შეხვედრებზე საუბარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას შეეხო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ხორვატიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კოლეგა უწყებების ხელმძღვანელებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მიმდინარე წლის მაისში მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიების ერთობლივ გამართვას, მათ შორის სამუშაო შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზებას.

ინფორმაციას საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.