პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სწავლობს, დაარღვია თუ არა შსს-მ კანონი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სწავლობს, დაარღვია თუ არა შსს-მ კანონი

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი სწავლობს, დაარღვია თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონი.

საქმე ეხება სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სოფელ ქისტაურში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ინფორმაციის გავრცელების დღესვე დაიწყო საკითხის შესწავლა. დაგეგმილია ინსპექტირება, რომლის ფარგლებში დეტალურად იქნება გამოკვლეული დიაგნოზის გასაჯაროების სამართლებრივი საფუძვლები, მიზანი, ასევე კანონით დადგენილი პრინციპების დაცულობა. სამართლებრივ შეფასებას ინსპექტორის აპარატი პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

ამ ეტაპზე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის თანახმად, ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სამედიცინო დიაგნოზი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება. კანონი ამ ტიპის ინფორმაციის დაცვისთვის საკმაოდ მაღალ სტანდარტს აწესებს და დაუშვებლად მიიჩნევს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა გასაჯაროებას პირის თანხმობის გარეშე“, – აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატში.