მამუკა ბახტაძე - პერსონალურ ავტომობილებთან დაკავშირებით ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებული ვითარება კატეგორიულად მიუღებელია
მამუკა ბახტაძე - პერსონალურ ავტომობილებთან დაკავშირებით ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებული ვითარება კატეგორიულად მიუღებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ე.წ. პერსონალურ ავტომანქანებთან დაკავშირებულ ახალ ინციატივას მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარადგენს.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შემდეგ მთავრობის სხდომაზე აუცილებლად წარმოვადგენ ახალ ინიციატივას, რომელიც მხოლოდ „ჯიპებს“ არ შეეხება. ეს შეეხება ზოგადად ავტოპარკს, განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ მანქანებს. ბუნებრივია, ის სიტუაცია, რაც ამ მხრივ ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებობს, არის სრულიად მიუღებელი, მე ვიტყოდი კატეგორიულად მიუღებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივა, რომელიც დამუშავებულია და შემდეგ მთავრობის სხდომაზე წარმოვადგენთ. ინიციატივა ზოგადად ეხება ავტოპარკს, განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ ავტომობილებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.