პეპ გვარდიოლა ზედიზედ მეორედ გახდა თვის საუკეთესო მწვრთნელი
პეპ გვარდიოლა ზედიზედ მეორედ გახდა თვის საუკეთესო მწვრთნელი

ინგლისის პრემიერლიგამ დაასახელა ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი. ეს ტიტული “მანჩესტერ სიტის” დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ მოიპოვა.

“მანჩესტერ სიტი” ინგლისის ჩემპიონატის ლიდერია. ოქტომბერში მან სამიდან სამი მატჩი მოიგო, გაიტანა 13 გოლი და გაუშვა – ხუთი. გვარდიოლა ზედიზედ მეორედ გახდა პრემიერლიგაში თვის საუკეთესო მწვრთნელი.

ოქტომბერში გვარდიოლას კონკურენტები იყვნენ: მაურისიო პოჩეტინო (“ტოტენჰემი”), არსენ ვენგერი (“არსენალი”) და შონ დაიჩი (“ბარნლი”).