პენტაგონში აცხადებენ, რომ სხვადასხვა წყაროდან იკვლევენ, მოჰყვა თუ არა სამოქალაქო მსხვერპლი ავღანეთში ამერიკული უპილოტო აპარატების საჰაერო დარტყმებს
პენტაგონში აცხადებენ, რომ სხვადასხვა წყაროდან იკვლევენ, მოჰყვა თუ არა სამოქალაქო მსხვერპლი ავღანეთში ამერიკული უპილოტო აპარატების საჰაერო დარტყმებს

პენტაგონში აცხადებენ, რომ სხვადასხვა წყაროდან იკვლევენ, მოჰყვა თუ არა სამოქალაქო მსხვერპლი ავღანეთში ამერიკული უპილოტო აპარატების საჰაერო დარტყმებს. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც „ბიბისი“ გარდაცვლილების ნათესავზე დაყრდნობით წერს, ამერიკული უპილოტო აპარატის დარტყმას ქაბულში ერთი ოჯახის 10 წევრი ემსხვერპლა, მათ შორის ექვსი ბავშვი. მანამდე აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ დრონის დარტყმას სამოქალაქო მსხვერპლი არ მოჰყოლია.

აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესმდივანს ასევე ჰკითხეს, არსებობს თუ არა საჰაერო დარტყმების გარდა ალტერნატიული ზომები.

„როდესაც საფრთხე მყისიერია და ჩვენ გვჯერა, რომ ეს იყო მყისიერი საფრთხე, ჩვენ მივმართეთ ზომას, რომელიც გვჯერა, რომ იყო ყველაზე აუცილებელი ამ თავდასხმის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

„მეთაურები ყოველთვის ცდილობენ, შეამცირონ თანხმლები ზარალი. ამ დარტყმამ თავიდან აგვაცილა მსშტაბური თავდასხმა როგორც აშშ-ის კოალიციურ ძალებზე, ისე ავღანეთის სხვა მოქალაქეებზე“, – განაცხადა გენერალ მაიორმა უილიამ ტეილორმა.

პენტაგონის ოფიციალური განცხადებით, კვირას აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ქაბულის აეროპორტთან „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო თვთითმკვლელი ტერორისტის ავტომობილი დაბომბა. ოფიციალური პირების თქმით, თვითმკვლელი ტერორისტი ქაბულის აეროპორტზე თავდასხმისთვის ემზადებოდა, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებულნი.