პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1 900 რაკეტა გაისროლა
პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1 900 რაკეტა გაისროლა

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1 900 რაკეტა გაისროლა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

როგორც აშშ-ის სამხედრო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, საჰაერო დარტყმების უმეტესობა მარიუპოლსა და დონბასზე მოდის.

პენტაგონის ინფორმაციით, როგორც საჰაერო, ისე სარაკეტო იერიშები ძირითადად რუსეთის ტერიტორიიდან ხორციელდება.

„თვითმფრინავები რუსული ავიაბაზებიდან მოფრინავენ, იგივე ეხება რაკეტების გამშვებ დანადგარებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზეა განლაგებული“, – განაცხადეს პენტაგონში.