პენტაგონში აცხადებენ, რომ ქაბულში დრონების საშუალებით განხორციელებული დარტყმა ტრაგიკული შეცდომა იყო
პენტაგონში აცხადებენ, რომ ქაბულში დრონების საშუალებით განხორციელებული დარტყმა ტრაგიკული შეცდომა იყო

პენტაგონში აცხადებენ, რომ ქაბულში დრონების საშუალებით განხორციელებული დარტყმა ტრაგიკული შეცდომა იყო.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აშშ-ის საზღვაო ძალების უფროსის, გენერალ ფრენკ მაკკენზის განცხადებით, 29 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან განხორციელებული დარტყმა, რომელსაც ათი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, ტრაგიკული შეცდომა იყო.

მისი თქმით, დარტყმის განხორციელებისას ის დარწმუნებული იყო, რომ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებზე გარდაუვალი თავდასხმა იქნა არიდებული, თუმცა დაზვერვის მონაცემების მიხედვით, განადგურებულ სამიზნეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი არ ჰქონია.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა აღნიშნულთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და მომხდარს საშინელი შეცდომა უწოდა.

აშშ-მა დრონებით დარტყმა ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტიდან სამ დღეში განახორციელა. თავდასხმის შედეგად ათი ავღანელი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.

დატოვე კომენტარი