პენტაგონში აცხადებენ, რომ 17 ოქტომბრის შემდეგ ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებს 38-ჯერ დაესხნენ თავს

11:05, 07.11.2023
VIRGINIA, UNITED STATES - MARCH 14: U.S. Pentagon Press Secretary Air Force Brigadier General Pat Ryder hold a press conference in Pentagon Arlington-Virginia, United States on March 14, 2023 Celal Gunes / Anadolu Agency/ABACAPRESS.COM 
Dostawca: PAP/Abaca

VIRGINIA, UNITED STATES - MARCH 14: U.S. Pentagon Press Secretary Air Force Brigadier General Pat Ryder hold a press conference in Pentagon Arlington-Virginia, United States on March 14, 2023 Celal Gunes / Anadolu Agency/ABACAPRESS.COM Dostawca: PAP/Abaca

პენტაგონში აცხადებენ, რომ  17 ოქტომბრის შემდეგ ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებს 38-ჯერ დაესხნენ თავს. პენტაგონის სპიკერის, პეტ რაიდერის თქმით, თავდასხმების უმეტესობა რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით იყო განხორციელებული. როგორც პეტ რაიდერმა აღნიშნა, თავდასხმები, სავარაუდოდ, ირანთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა განახორციელეს.

პენტაგონის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 45 ამერიკელმა პერსონალმა მიიღო დაზიანება, მათ შორის 24-ს ტვინის ტრავმული დაზიანებები აღენიშნებოდა.

„აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში ახლა ოთხი ძირითადი მიზანი აქვს: რეგიონში აშშ-ის ძალებისა და მოქალაქეების დაცვა, ისრაელის თავდაცვისთვის საჭირო „კრიტიკული უსაფრთხოების დახმარების“ უზრუნველყოფა, მძევლების გათავისუფლებაში ისრაელისთვის დახმარება, მდგომარეობის გაძლიერება რეგიონში, რათა თავიდან იყოს აცილებული კრიზისი ღაზის ფარგლებს გარეთ.

 

მსგავსი