პენტაგონმა წარადგინა ანგარიში, სადაც საუბარია, რა ზიანს მოიტანს თურქეთის მიერ ამერიკული ავიაგამანადგურებლების შესყიდვა

10:37, 16.11.2018

პენტაგონმა კონგრესს დეტალური ანგარიში წარუდგინა, სადაც საუბარია, რა ზიანს მოუტანს თურქეთის მიერ ამერიკული F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლების შესყიდვა აშშ-ს.

დასავლეთში შიშობენ, რომ ამერიკული ავიაგამანდგურებლის პარალელურად, თურქეთის მიერ რუსული C-400 ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემების შეძენით მოსკოვი შეძლებს, გაეცნოს აშშ-ის ყველაზე მოწინავე სამხედრო საჰაერო ხომალდის ტექნოლოგიას, რადგან რუსული მხარე მონაწილეობას მიიღებს თურქეთში საჰაერო-თავდაცვითი სისტემების დამონტაჟებასა და პერსონალის გაწვრთნაში.

საერთო ჯამში, ანკარამ ვაშინგტონისგან 100 ავიაგამანადგურებელი უნდა შეიძინოს. ამ დროისთვის, თურქეთს მხოლოდ ორი მათგანი აქვს.

თურქი მფრინავები გადამზადებას არიზონას შტატში გადიან. რიგით მე-3 და მე-4 F-35 თურქეთმა 2019 წლის მარტში უნდა მიიღოს.

მსგავსი