New York Times - პენტაგონმა უცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლაზე მილიონობით დოლარი დახარჯა
New York Times - პენტაგონმა უცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლაზე მილიონობით დოლარი დახარჯა

პენტაგონმა უცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლაზე მილიონობით დოლარი დახარჯა, – ამის შესახებ New York Times-ი წერს.

New York Times-ის ინფორმაციით, „უცხოპლანეტელების ხომალდების“ აღმოჩენაზე წლების მანძილზე მილიონობით დოლარი იყო გამოყოფილი.

საუბარია „კოსმოსურ და საჰაერო სივრცეში საფრთხეების გამოვლენის“ პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც ყოველ წელს სამხედრო ბიუჯეტიდან 22 მილიონი დოლარი იხარჯებოდა.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, აღნიშნული პროგრამა 2007 წელს სენატში დემოკრატების ლიდერ ჰარი რიდის ინიციატივით ამოქმედდა და 2012 წლამდე ფუნქციონირებდა. პროექტს სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი ლუის ელიზონდო ხელმძღვანელობდა. თანხის დიდი ნაწილი კვლევითი ცენტრის მოწყობასა და მუშაობას ხმარდებოდა, რომლის უფროსიც დემოკრატ სენატორ რიდის მეგობარი, მილიარდერი და NASA-ს თანამშრომელი რობერტ ბიგელოუ იყო. ბიგელოუმ ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ უცხოპლანეტლების არსებობაში დარწუნებულია და სჯერა, რომ მათმა ხომალდება დედამიწა მოინახულეს.