პენტაგონმა ტრამპის გადადგომის შესახებ ერთ-ერთი მომხმარებლის განცხადება „ტვიტერში“ შემთხვევით გააზიარა
პენტაგონმა ტრამპის გადადგომის შესახებ ერთ-ერთი მომხმარებლის განცხადება „ტვიტერში“ შემთხვევით გააზიარა

პენტაგონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადადგომის შესახებ, ერთ-ერთი მომხმარებლის განცხადება შემთხვევით გააზიარა.

მომხმარებელი Proud Resister პრეზიდენტსა და მინესოტას შტატის სენატორ ელ ფრანკენს პოსტიდან წასვლისკენ მოუწოდებდა.

თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის დანა უაითის განმარტებით, ე.წ. ტვიტის გაზიარება შემთხევით მოხდა.

სოციალურ ქსელში პენტაგონის გვერდზე პასუხისმგებელმა პირმა აღნიშნული შეცდომა დროულად აღმოაჩინა და წაშალა. სოციალურ ქსელში პენტაგონს 5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.