პენტაგონმა მხარი დაუჭირა პოლონეთში აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების გეგმას, საბოლოო გადაწყვეტილებას კი დონალდ ტრამპი დეკემბრის დასაწყისში მიიღებს

10:50, 11.11.2026

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, პენტაგონმა ქვეყანაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების გეგმას მხარი დაუჭირა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დეკემბრის დასაწყისში მიიღებს.

ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, პიტ ჰეგსეტთან შეხვედრის შემდეგ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამერიკელმა კოლეგამ მას უთხრა, რომ „ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდება“.

„ჩვენ ამას პენტაგონისგან მიღებულ მწვანე შუქად აღვიქვამთ“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

პიტ ჰეგსეტმა დადებითად შეაფასა პოლონეთის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება და ქვეყნის არმიას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი უწოდა. ამასთან, მან ნატო-ს ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ.

მსგავსი