პენტაგონმა „ბოინგს“ საწვავის ჰაერში მიმწოდებელი ოთხი უპილოტო თვითმფრინავი დაუკვეთა

10:29, 31.08.2018

პენტაგონმა კომპანია „ბოინგს“ საწვავის ჰაერში მიმწოდებელი ოთხი უპილოტო თვითმფრინავი დაუკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე ვრცელდება.

კონტრაქტის ღირებულება 805 მილიონ დოლარს შეადგენს.

კომპანია ბოინგმა MQ-25 Stringray -ის ოთხი მოდელის მიწოდება 2024 წლისთვის უნდა უზრუნველყოს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული მოდელის ტესტირება.

მსგავსი