პენტაგონმა აშშ-ის კიბერუსაფრთხოების საკითხში მთავარი საფრთხეების სიაში რუსეთი და ჩინეთი შეიყვანა
პენტაგონმა აშშ-ის კიბერუსაფრთხოების საკითხში მთავარი საფრთხეების სიაში რუსეთი და ჩინეთი შეიყვანა

პენტაგონმა ამერიკის შეერთებული შტატების კიბერუსაფრთხოების საკითხში მთავარი საფრთხეების სიაში რუსეთი და ჩინეთი შეიყვანა. ამის შესახებ Fox News-ის მიერ მოპოვებულ პენგატონის ახალი სტრატეგიაში არის საუბარი. დოკუმენტში განმარტებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჩინეთის და რუსეთის კიბერ-მოქმედების კუთხით ყოვლად მიუღებელ და გარდაუვალ რისკებს აწყდება.

„ამერიკელ ხალხზე ზეგავლენის მოსახდენად რუსეთი კიბერსივრცეში ინფორმაციულ ოპერაციებს ატარებდა. ეს ჩვენი დემოკრატიული პროცესისთვის გამოწვევაა“, – წერია პენტაგონის დოკუმენტში. ჩინეთთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ ოფიციალური პეკინი ამერიკის ხელისუფლების და კერძო სექტორის წარმომადგენლების საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა.

პენტაგონის დოკუმენტში რუსეთსა და ჩინეთთან ერთად კიბერუსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის საფრთხეებად ირანი და ჩრდილოეთ კორეაც არიან დასახელებული.

დატოვე კომენტარი