პენტაგონის წარმომადგენელი - ევფრატის ველზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია შეჩერებულია
პენტაგონის წარმომადგენელი - ევფრატის ველზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია შეჩერებულია

მდინარე ევფრატის ველზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციის სახმელეთო ოპერაცია შეჩერებულია – ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა.

პოლკოვნიკ რობერტ მენინგის თქმით, ქურთული დანაყოფების ნაწილმა „სირიის დემოკრატიული ძალები“ დატოვა და თურქების წინააღმდეგ საბრძოლველად აფრინში წავიდა.

მენინგის განცხადებით, საუბარია „ოპერატიულ პაუზაზე“, რომელიც მხოლოდ სახმელეთო ოპერაციას ეხება.

პენტაგონში ამბობენ, რომ რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ავიაცია იერიშებს განაგრძობს და სირიაში მისიის ხასიათი არ იცვლება.

აშშ-ის სამხედრო უწყებაში არ აკონკრეტებენ თუ რამდენმა ქურთმა მებრძოლმა დატოვა ევფრატის ოპერაციის ზონა.

სირიის აფრინის რეგიონში ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას თურქეთი 20 იანვრის შემდეგ ატარებს.