პენტაგონის წარმომადგენელი - ბრძოლის ველზე უკრაინელები ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ
პენტაგონის წარმომადგენელი - ბრძოლის ველზე უკრაინელები ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ

პენტაგონში აცხადებენ, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს ხედავენ.

„როიტერის” ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, კოლინ კალმა განაცხადა.

„ვფიქრობ, უკრაინელები ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ და ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ სამხრეთში ახლა უკრაინულ მხარეს უკეთესად მისდის საქმეები, ვიდრე რუსული მხარეს“, – განაცხადა კალმა.