პენტაგონის წარმომადგენელი - აშშ აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების გადაყვანას არ გამორიცხავს
პენტაგონის წარმომადგენელი - აშშ აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების გადაყვანას არ გამორიცხავს

ამერიკის შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების გადაყვანას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თქვა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ნატო-ს ეგიდით, თუ რომელიმე ჩვენი მოკავშირე მოითხოვს დამატებით ძალებს, ან დროებით ელემენტებს, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, მაგრამ ამ მომენტში ამის არანაირი მოთხოვნა ან ჯარის გადაადგილება არ არის“, – განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, შეერთებული შტატები აგრძელებს რუსეთსა და უკრაინაში სიტუაციის მონიტორინგს, მაგრამ იგი სპეცსამსახურების ანგარიშების დეტალებში შესვლას არ აპირებს.

„ჩვენ არ გვინახავს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების განლაგებაში. ისინი ისევ იქ არიან დიდი რაოდენობით“, – დაამატა პენტაგონის წარმომადგენელმა.