პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, აშშ მიიჩნევს, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი ზედმეტ მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთის ინტერესების დასაკმაყოფილებლად
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, აშშ მიიჩნევს, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი ზედმეტ მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთის ინტერესების დასაკმაყოფილებლად

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, აშშ მიიჩნევს, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი ზედმეტ მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთის ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საიდუმლო მასალების თანახმად, ვაშინგტონი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს ყურადღებით აკვირდებოდა.

რამდენიმე დოკუმენტი აღწერს პირად კომუნიკაციებს გუტერეშისა და მისი მოადგილის მონაწილეობით. დოკუმენტები შეიცავს ანტონიო გუტერეშის მხრიდან უკრაინაში ომზე დაკვირვებებს და ინფორმაციას აფრიკელი ლიდერების შესახებ.

ერთი საიდუმლო დოკუმენტი ფოკუსირებულია შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზე, რომელიც გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა. დოკუმენტების თანახმად, გაერო-ს გენერალურ მდივანს იმდენად სურდა შეენარჩუნებინა შეთანხმება, რომ მზად იყო, დაეკმაყოფილებინა რუსეთის ინტერესები.

„გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ცდილობს, გააუმჯობესოს რუსეთის ექსპორტის უნარი, მაშინაც კი, თუ ეს ეხება სანქცირებულ რუსულ სუბიექტებს ან ინდივიდებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.