პენტაგონის წარმომადგენელი - აშშ-ის თავდაცვის მდივანი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირების განმუხტვას უჭერს მხარს
პენტაგონის წარმომადგენელი - აშშ-ის თავდაცვის მდივანი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირების განმუხტვას უჭერს მხარს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელ კოლეგასთან საუბრისას ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის მიმდინარე დაპირისპირების განმუხტვას დაუჭირა მხარი.

აღნიშნულის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ ქირბიმ განაცხადა.

„ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა ისრაელის თავდაცვითი ღონისძიებების მიმართ, რომელიც მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. აქვე მან მიმდინარე დაძაბულობის განმუხტვასა და მშვიდობის დამყარებას დაუჭირა მხარი“, – განაცხადა ქირბიმ.