პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთის ძალებს უკრაინაში საკვების, საბრძოლო მასალებისა და საწვავის დეფიციტის პრობლემები აქვთ
პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთის ძალებს უკრაინაში საკვების, საბრძოლო მასალებისა და საწვავის დეფიციტის პრობლემები აქვთ

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრილ რუს სამხედროებს არა მარტო საკვებისა და საბრძოლო მასალების დეფიციტი აქვთ, არამედ ხომალდებისთვის საწვავი და ჯარისკაცებისთვის თბილი ტანსაცმელიც არ გააჩნიათ.

პენტაგონის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, მასშტაბური ოპერაცია ერთი თვეა გრძელდება და რუსებს ჯერ კიდევ არ აქვთ გადაჭრილი რესურსების შევსების პრობლემა. მისივე თქმით, ეს პრობლემები ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ გაჩნდა.

„მათ საწვავის პრობლემა ზღვაშიც კი აქვთ. შეწუხებული არიან, რომ ხომალდებს საწვავით ვერ ამარაგებენ“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა და აქვე აღნიშნა, რომ რუსებს კომუნიკაციის პრობლემებიც აქვთ.