პენტაგონის ცნობით, უკრაინელი სამხედროები „პეტრიოტის” საჰაერო კომპლექსის ოპერირების შესწავლას მომდევნო კვირიდან აშშ-ში დაიწყებენ
პენტაგონის ცნობით, უკრაინელი სამხედროები „პეტრიოტის” საჰაერო კომპლექსის ოპერირების შესწავლას მომდევნო კვირიდან აშშ-ში დაიწყებენ

პენტაგონის ცნობით, უკრაინელი სამხედროები „პეტრიოტის” საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ოპერირების შესწავლას მომდევნო კვირიდან აშშ-ში დაიწყებენ. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის სპიკერმა გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები სწავლებას ოკლაჰომაში მდებარე სამხედრო ბაზაზე, „ფორტ სილში” გაივლიან.

„ფორტ სილი” აშშ-ის სახმელეთო ძალების ერთ-ერთ სასწავლო ცენტრს წარმოადგენს. ამ ეტაპზე „პეტრიოტის” ოპერირებას 100-მდე უკრაინელი სამხედრო შეისწავლის. წვრთნები რამდენიმე თვე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა „პეტრიოტის” ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ 21 დეკემბერს გამოაცხადა. ამის შემდეგ „პეტრიოტის” კიდევ ერთი ბატარეის კიევისთვის გადაცემის დაპირება გერმანიამაც გასცა.