პენტაგონის ცნობით, ლოიდ ოსტინი პირველი იანვრის შემდეგ ჰოსპიტალიზებულია
პენტაგონის ცნობით, ლოიდ ოსტინი პირველი იანვრის შემდეგ ჰოსპიტალიზებულია

მცირე გეგმური სამედიცინო პროცედურის შემდგომი გართულებების გამო აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პირველი იანვრის შემდეგ ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, პეტ რაიდერმა განაცხადა.

ლოიდ ოსტინი უოლტერ დიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადის მკურნალობას.

პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, უცნობია, როდის დატოვებს თავდაცვის მდივანი საავადმყოფოს, თუმცა, მისივე თქმით, 70 წლის ლოიდ ოსტინის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს.