პენტაგონის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანთან ომში თითქმის 100 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
პენტაგონის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანთან ომში თითქმის 100 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
პენტაგონის პრესსპიკერმა, შონ პარნელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აქვთ მიღებული, თუმცა მათი უმრავლესობა თავს კარგად გრძნობს და სამსახურში დაბრუნდა.
„მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის 7 ივლისიდან თითქმის 100-მა სამხედრო მოსამსახურემ გარკვეული ხარისხის დაზიანება მიიღო, მათი 96% სამსახურში დაბრუნდა. მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ბრძოლაში დაბრუნდნენ. მიღებული დაზიანებების დიდი უმრავლესობა მცირე ტვინის შერყევა იყო“, – განაცხადა მან.
ამერიკულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ირანთან ომში ასობით ამერიკელი სამხედრო დაშავდა. „ნიუ იორკ თაიმსის“ რეპორტაჟის მიხედვით, პენტაგონმა ირანთან ომის დროს ათობით ამერიკელი სამხედროს დაშავების შესახებ ინფორმაცია დამალა. CNN-ის ცნობით კი, აშშ-ის სამხედროების დაშავების შესახებ ინფორმაციას დაგვიანებით ავრცელებენ.
While nearly 100 service members were deemed to have some degree of injury since July 7, 2026, 96% have returned duty. They are determined to get back in the fight.
The vast majority of injuries experienced were minor concussions. Further updates will be posted on the Defense… https://t.co/mWczpvwGSQ
— Sean Parnell (@SeanParnellASW) July 20, 2026