პენტაგონი - ლოიდ ოსტინი ესაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრს და უკრაინაში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა
პენტაგონი - ლოიდ ოსტინი ესაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრს და უკრაინაში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ესაუბრა.

ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

„13 მაისს, 18 თებერვლის შემდეგ პირველად თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ესაუბრა. მდივანმა ოსტინმა უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.