პენტაგონი – ირანთან ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაჭრილთა რაოდენობამ 750-ს გადააჭარბა
ირანთან ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაჭრილთა რაოდენობამ 750-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო დანაკარგების მონაცემთა ბაზაშია აღნიშნული.
პენტაგონმა მონაცემთა ბაზა ოთხშაბათს განაახლა და 50-ზე მეტი ახალი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე დაამატა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, 28 თებერვალს, აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 18 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, 757 კი დაიჭრა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით ვითარება ამჟამად „ძალიან კარგია“. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა თეირანთან მოლაპარაკებები შეაჩერა.