პენტაგონი - ჩრდილოეთ კორეის მიერ გამოცდილი იარაღი ბალისტიკური რაკეტა არ ყოფილა
პენტაგონი - ჩრდილოეთ კორეის მიერ გამოცდილი იარაღი ბალისტიკური რაკეტა არ ყოფილა

პენტაგონი იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ გამოცდილი იარაღი ბალისტიკური რაკეტა არ ყოფილა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა.  პატრიკ შანაჰანის განმარტებით, ფხენიანმა ტაქტიკური იარაღი რეალურად გამოსცადა, თუმცა პენტაგონის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს ბალისტიკური რაკეტა არ ყოფილა.

18 აპრილს ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ ახალი ტაქტიკური იარაღი გამოსცადეს. ახალი ტიპის შეიარაღების გამოცდაში  ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინიც მონაწილეობდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, ახალი ტიპის იარაღი მძლავრი ბირთვული ქობინით არის აღჭურვილი, თუმცა მათ არ დააკონკრეტეს, რა ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი.

შეგახსენებთ, 2018 წლის აპრილში კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ ცდებს შეწყვეტს და საკონტინენტთაშორისო რაკეტებს აღარ გაუშვებს.
ეს იარაღის პირველი გამოცდაა, რომელიც ფხენიანმა კიმ ჩენ ინისა და აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპის მიერ ვიეტნამში გამართული შეხვედრის შემდეგ ჩაატარა. მოლაპარაკებები დროზე ადრე დასრულდა და ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება არ შედგა.

დატოვე კომენტარი