პენტაგონი - ჩინეთი ბირთვული არსენალის გაორმაგებას გეგმავს
პენტაგონი - ჩინეთი ბირთვული არსენალის გაორმაგებას გეგმავს

ჩინეთი ბირთვული არსენალის გაორმაგებას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია პენტაგონის მიერ აშშ-ის კონგრესისთვის წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში.

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ მომდევნო ათწლეულში ჩინეთი აპირებს გააორმაგოს ბირთვული ქობინების მარაგი, მათ შორის ისეთი ქობინების, რომელთა დამონტაჟება ბალისტიკურ რაკეტებზეა შესაძლებელი.

„ჩინეთი სავარაუდოდ გეგმავს ახალი ბირთვული ქობინებისა და სისტემების შექმნას, რომლებიც ისეთივე ეფექტური და სანდო იქნება, როგორზეც ახლა აშშ-სა და რუსეთში მუშაობენ“, – ნათქვამია პენტაგონის ანგარიშში.

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ჩინეთის ბირთვული არსენალის გაფართოების გეგმა მსოფლიო ასპარეზზე ქვეყნის პოზიციების გამყარებას და 2049 წლისთვის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დომინანტ ძალად გადაქცევას ისახავს მიზნად.