პენტაგონი - Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს
პენტაგონი - Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს

Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს, – შესაბამის ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ უკრაინული რედაქცია პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, ვაშინგტონის მიერ გამოცხადებული სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი კონცენტრირებულია უკრაინისთვის ისეთი შესაძლებლობების მიწოდებაზე, რომელთა გამოყენებასაც ისინი დაუყოვნებლივ შეძლებენ, რათა ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსი შეცვალონ.

მედიასაშუალების ცნობით, აშშ-ის მიერ გამოცხადებული წინა ორი სამხედრო დახმარების პაკეტში Bradley-ს ტიპის ქვეითთა 109 საბრძოლო მანქანაა გათვალისწინებული.