პენტაგონი - აშშ მექსიკის საზღვართან დამატებით 3000 სამხედროს განათავსებს
აშშ მექსიკის საზღვართან დამატებით 3000 სამხედროს განათავსებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ამით არალეგალ მიგრანტთა ნაკადისა და ნარკოვაჭრობის შესაკავებლად ძალისხმევისთვის მეტი მოქნილობის შესაძლებლობები შეიქმნება.
პენტაგონის ცნობით, ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ დეპორტაციის ოპერაციებში, მათი ამოცანა იქნება აღმოაჩინონ და მონიტორინგი განახორციელონ უკანონო მიგრაციისა და ნარკოტიკული საშუალებების გადატანის შემთხვევებზე, ასევე ადმინისტრაციული, ლოგისტიკური მხარდაჭერა გაუწიონ და დაეხმარონ ადგილზე მყოფ სამართალდამცველებსა და მესაზღვრეებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა უკანონო მიგრაციასა და ნარკოვაჭრობასთან ბრძოლა თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე დაიწყო.