პენტაგონი 2022 წლიდან კოსმოსურ საკითხებში რუსეთთან თანამშრომლობას შეწყვეტს

18:31, 30.05.2019

პენტაგონი 2022 წლიდან კოსმოსურ საკითხებში რუსეთთან თანამშრომლობას შეწყვეტს.

გავრცელებული ცნობით, შეზღუდვები რუსულ კომერციულ სატელიტურ სამსახურებს და კოსმოსში გამშვებ მოედნებს შეეხება. გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის 31 დეკემბერს შევა.

აშშ-ის თავდაცვის უწყებამ რუსეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებთანაც ვაშინგტონი კოსმოსურ საკითხებში არ თანამშრომლობს. აღნიშნული ქვეყნებია: ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი, სუდანი და სირია. ორმხრივ ურთიერთობებში არსებული კრიზისის და გლობალურ საკითხებზე უთანხმოების მიუხედავად, კოსმოსი არის ის მიმართულება, სადაც ორი ქვეყნის უწყებები თანამშრომლობენ.

მსგავსი