პენსილვანიაში სასამართლომ კენჭისყრის პროცესის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო – სარჩელი ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა წარადგინა

21:29, 05.11.2024
MINNEAPOLIS, MN - SEPTEMBER 23: Signage at an early voting center on September 23, 2016 in Minneapolis, Minnesota. Minnesota residents can vote in the general election every day until Election Day on November 8. (Photo by Stephen Maturen/Getty Images)

პენსილვანიაში სასამართლომ კენჭისყრის პროცესის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა (RNC) შტატის ერთ-ერთ ოლქში სარჩელი წარადგინა.

სარჩელში საუბარი იყო საგანგებო მოთხოვნაზე, რომლის მიზანიც გახლდათ ხმის მისაცემად გამოყოფილი დროის გაგრძელება, რადგან მნიშვნელოვანი პროგრამული ხარვეზების გამო სკანერის აპარატმა დროებით მუშაობა შეწყვიტა. ამ ფაქტის გამო კი ამომრჩევლებს ხანგრძლივ რიგში მოუწიათ ჩადგომა.

ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ ამომრჩევლებს მოუწოდა, დარჩნენ რიგებში.

„ხმების დამუშავების დღევანდელმა პრობლემებმა დაგვიანებები გამოიწვია – ეს მიუღებელია“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მსგავსი