პენიტენციური სამსახური - სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ლაზარე გრიგორიადისს თმა მთლიანად გადაპარსეს, მით უმეტეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ასევე ტყუილია, თითქოს მასთან არ შეუშვეს ადვოკატი
პენიტენციური სამსახური - სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ლაზარე გრიგორიადისს თმა მთლიანად გადაპარსეს, მით უმეტეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ასევე ტყუილია, თითქოს მასთან არ შეუშვეს ადვოკატი

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ლაზარე გრიგორიადისს თმა მთლიანად გადაპარსეს, მით უმეტეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ასევე სიცრუეა, რომ ლაზარე გრიგორიადისთან არ შეუშვეს ადვოკატი.

2023 წლის 31 მარტს, 11:00 საათზე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებულ იქნა ბრალდებული ლ.გ. დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას. მან ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მით უმეტეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ. ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. ბრალდებულ ლ. გ-ს დაცვის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, სრულად გარანტირებულია პენიტენციურ დაწესებულებებში. ბრალდებული დაწესებულებაში მოთავსების დღესვე, 2023 წლის 31 მარტს, 21:50 საათზე მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა“, – ნათქვამია განცხადებაში.