პენიტენციური სამსახური - ნიკა გვარამიას ბრალდება, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება
პენიტენციური სამსახური - ნიკა გვარამიას ბრალდება, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ნიკა გვარამიას განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტალში იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა: „გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ სააკაშვილის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში, სადაც შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მისი გატაცება“.