პენიტენციური სამსახური - მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტია განხორციელებული, მათგან 57-ჯერ შეხვდა ადვოკატებს
პენიტენციური სამსახური - მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტია განხორციელებული, მათგან 57-ჯერ შეხვდა ადვოკატებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, თითქოს, დაწესებულების ადმინისტრაცია ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.

მათივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში მოთავსების დღიდან შეუფერხებლად სარგებლობს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული იურიდიული დახმარების უფლებით.

„მიხეილ სააკაშვილთან განხორციელებული ვიზიტები სწორედ ამას ადასტურებს. დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 57-ჯერ შეხვდა ადვოკატებს. მათ შორის, შეხვედრა ერთ-ერთ ადვოკატთან დღესაც შედგა“,- აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.