პენიტენციური სამსახური მე-12 დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.