პენიტენციური სამსახური - არასწორია ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილს შეხვედრის უფლება შეეზღუდა, სააკაშვილის მამა მსჯავრდებულის მონახულებას წერილობითი მიმართვის შემდეგ შეძლებს
პენიტენციური სამსახური - არასწორია ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილს შეხვედრის უფლება შეეზღუდა, სააკაშვილის მამა მსჯავრდებულის მონახულებას წერილობითი მიმართვის შემდეგ შეძლებს

სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულ სააკაშვილს შეეზღუდა შეხვედრის უფლება, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს კლინიკა „ვივა-მედში“ მივიდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი და მოითხოვა მსჯავრდებულთან შესვლა.

„სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მას განუმარტეს, რომ მსჯავრდებულის მოსანახულებლად აუცილებელია წერილობით მიმართვა. კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიმართვის შემდეგ, ნიკოლოზ სააკაშვილი შეძლებს მსჯავრდებულ სააკაშვილის მონახულებას.

საზოგადოების სათანადო ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ, რომ მსჯავრდებული შეუზღუდავად სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით, რისი ნათელი მაგალითია ისიც, რომ დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულ სააკაშვილთან იმყოფებოდა 935 ვიზიტორი.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“,- აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი