პენიტენციურ სამსახურში ელენე ხოშტარიას ექიმის, მაკა იოსელიანისა და უწყების ხელმძღვანელის, გიორგი პატარიძის შეხვედრა მიმდინარეობს
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ელენე ხოშტარიას ექიმის, მაკა იოსელიანის და უწყების ხელმძღვანელის, გიორგის პატარიძის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ასევე ესწრება ელენე ხოშტარიას კიდევ ერთი ექიმი, რევმატოლოგი ანი ქავთარაძე.
შეხვედრის კადრები სპციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, „ოპოზიციის ალიანსმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა კომპლექსური კვლევების, დიაგნოზის დადასტურებისა და სისტემური მკურნალობისთვის“.
ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ დღეს კიდევ ერთხელ მიმართა ელენე ხოშტარიას ექიმს, მაკა იოსელიანს: მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და პროცესს რეალური დინამიკა მივცეთ. როგორც გიორგი პატარიძემ განმარტა, „მაკა იოსელიანისთვის შეთავაზებული იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა, თუმცა შეხვედრა, ელენე ხოშტარიას ექიმის სურვილით, 29 ივნისამდე გადაიდო“.