პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ რუსთავის N17 დაწესებულების სამზარეულოში გუშინდელი ხანძრისას ორი ადამიანი დაიღუპა
პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ რუსთავის N17 დაწესებულების სამზარეულოში გუშინდელი ხანძრისას ორი ადამიანი დაიღუპა

რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინდელ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ, რომ გარდაცვლილები პატიმრები არიან.

N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი გუშინ, დაახლოებით 14:20 საათზე გაჩნდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. მათივე ინფორმაციით, N17 დაწესებულება მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N5, N6, N12, N16) დაწესებულებებისგან.