პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების შეგზავნა 30 და 31 დეკემბერს იქნება შესაძლებელი

09:21, 27.12.2019

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისა და ბრალდებულებისთვის საახალწლო ამანათების შეგზავნა 30 დეკემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება კანონით განსაზღვრული წესით მოხდება 30 და 31 დეკემბერს, 09:00-დან 18:00 საათამდე.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი