პენიტენციურ დაწესებულებებში მოსწავლე მსჯავრდებულებისთვის ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

10:49, 21.05.2026

პენიტენციურ დაწესებულებებში მოსწავლე მსჯავრდებულებისთვის ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მსჯავრდებულებს სკოლის დამთავრება სხვადასხვა სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა – მუსიკოსებმა, მსახიობებმა, ტელეწამყვანებმა და სპორტსმენებმა მიულოცეს.

მოსწავლეებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან სიმბოლური თეთრი მაისურები გადაეცათ, რომლებზეც სტუმრებმა სამახსოვრო და მისალოცი წარწერები დატოვეს.

ღონისძიების ფარგლებში შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, მათ შორის, მსჯავრდებულების მონაწილეობით.

№11 დაწესებულებაში ყოფნისას სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების სასწავლო სივრცე, ბიბლიოთეკა და სპორტული ინფრასტრუქტურა.

„თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის პროფესიული და აკადემიური განათლების ხელშეწყობა პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განათლების სხვადასხვა საფეხურზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია შესაბამისი პირობები“, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი