პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის უფლება პირველი თებერვლიდან აღდგება
პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის უფლება პირველი თებერვლიდან აღდგება

პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის უფლება მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან აღდგება, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, პენიტენციურ სისტემაში მოქმედი განსაკუთრებული პირობების ფარგლებში შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა გასული წლის 25 მაისიდან ჰქონდათ, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ეს უფლება კვლავ შეუჩერდათ. ამ ეტაპზე პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოცემული შეზღუდვა პირველ თებერვლიდან მოიხსნას“,- აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.