პენიტენციურ დაწესებულებას შესაძლოა, უფლებამოსილება მიენიჭოს, პატიმრის წერილის გაგზავნა ადრესატის ნების პატივისცემის პრინციპის დაცვით უზრუნველყოს
პენიტენციურ დაწესებულებას შესაძლოა, უფლებამოსილება მიენიჭოს, პატიმრის წერილის გაგზავნა ადრესატის ნების პატივისცემის პრინციპის დაცვით უზრუნველყოს

პენიტენციურ დაწესებულებას შესაძლოა, უფლებამოსილება მიენიჭოს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენციის გაგზავნა ადრესატის (მესამე პირის) ნების პატივისცემის პრინციპის დაცვით უზრუნველყოს. ამის შესახებ საუბარია მთავრობის კანონშემოქმედებით გეგმაში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

საქართველოს მთავრობა განმარტავს, რომ „პატიმრობის კოდექსის“ მოქმედი რედაქციით ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები, თუმცა პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ ცალკეულ შემთხვევებში, მოქალაქეები გამოხატავენ უკმაყოფილებას და აცხადებენ, რომ არ სურთ გარკვეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან წერილების მიღება.

„ამ საკითხის მოწესრიგების მიზნით, მიზანშეწონილია, პენიტენციურ დაწესებულებას მიენიჭოს უფლებამოსილება, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენციის გაგზავნა უზრუნველყოს ადრესატის (მესამე პირის) ნების პატივისცემის პრინციპის დაცვით“, – აღნიშნულია კანონშემოქმედებით ​გეგმაში.