პელეს ყოფილი თანაგუნდელი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა
Data da foto: 1970 Pelé e Coutinho, durante jogo dos Santos.
ფეხბურთის მეფედ აღიარებული პელეს პარტნიორი ბრაზილიის ნაკრებსა და სანტოსში, ფორვარდი ანტონიო ვილსონ ვიეირა ონორიო, ზედმეტსახელად კოუტინიო, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან 1962 წელს, ჩილეში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონი გახდა
სანტოსის რიგებში კოუტინიომ 457 მატჩი ჩაატარა და 368 გოლი გაიტანა.
„ჩვენ დავკარგეთ ერთ-ერთი უდიადესი დამრიგებელი. არასოდეს დავივიწყებთ კოუტინიოს, მის გამარჯვებებსა და გოლებს“, – წერია სანტოსის მიმართვაში.